DGmirror - ციფრული სარკე/აქტივობა

 ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია. შეფასებას სკოლის სამუშაო გუნდი ახორციელებს, რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ მენეჯერისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება. პლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება:

  • სკოლის რეპორტის გენერირება - სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით;
  • ციფრული სტრატეგიის შემუშავება -  რეპორტზე დაყრდნობით ციფრული სტრატეგია მუშავდება და პლატფორმაზე განთავსდება, განვითარებისთვის შესაბამისი მიზნები და აქტივობები იგეგმება.
  1. პედაგოგიური ინოვაციები 
  1. ცვლილების მენეჯმენტი 
  1. ციფრული ინფრასტრუქტურა. 
ბ) შევსება: მასწავლებლების ჯგუფი და სკოლის ლიდერების შიდა კოორდინაცია, ერთმანეთისგან სწავლა 
გ) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს
დ) გაფართოვება: ინოვაციური პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, დადასტურებების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს პედაგოგიური კვლევების და სასწავლო ანალიტიკის საფუძველზე
ე) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ

სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით  ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:

სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს:

ა) შენაცვლება:  შემთხვევითი და მცირე მასშტაბის ინოვაციური პრაქტიკის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე მასწავლებელს მოიცავს, სკოლის ლიდერების კოორდინაციის გარეშე.

 სკოლის ციფრული განვითარების თვითშეფასებისთვის  სკოლის დირექტორი დარეგისტრირდა dgmirror- ზე (რეგისტაცია გაიარა როგორც დირექტორმა და როგორც ადმინისტრატორმა), სადაც სკოლის დირექტორმა ინდივიდუალურად შეაფასა ჩვენი სკოლის ციფრული ინოვაციები 15 ინდიკატორის მიხედვით -  პედაგოგიურ ინოვაციებშიცვლილებების მენეჯმენტსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაშიინდივიდუალური შეფასების შემდგომ დირექტორმაუკვე როგორც ადმინისტრატორმა მოიწვია ,,ციფრული სკოლის'' გუნდის ერთ-ერთი წევრიმოწვეულმა  წევრმა  გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად განიხილა 15 ინდიკატორიშეაფასეს ციფრული განვითარების დონე ჩვენს სკოლაშიdgmirror-ის დასასრულს  pdf ფორმატში ჩამოიტვირთა ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასების მონაცემებიასევე პროგრამამ დიაგრამაზე ასახა ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასება

ჯგუფის შეფასება და ინდივიდუალური შეფასება შეაჯამეს გუნდის წევრებმაგაუკეთდა ანალიზიიმსჯელეს თუ განვითარების რომელ დონეზეა ჩვენი სკოლა პედაგოგიურ ინოვაციებშიცვლილებების მენეჯმენტსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში.

     








 

No comments:

Post a Comment