სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლა
შერჩეულია საპილოტე სკოლებს შორის.
პროექტი ინტეგრირებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით ინიცირებულპროექტთან “ციფრული სკოლა-საქართველო”, რომლის გამხორციელებაც 2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო საქართველოში. დეტალურ ინფორმაციას მოცემულ პროექტთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
პროექტის საწყის ეტაპზე ესტონური მხარისა და ტალინის უნივერსიტეტის აქტივობებს განახორციელებს საგანმანათლებლო ორგნიზაცია „დიჯისოლთი“. ორგანიზაციის მიერ შერჩეული ტრენერების მიერ მოხდება საპილოტე ეტაპზე ჩართული სკოლებიდან წარდგენილი 6 წევრიანი გუნდების გადამზადება სასკოლო პრაქტიკაში ციფული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები:
· შეაფასებენ სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
· სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
· გაეცნობიან და გამოიყენებენ ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვის შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს.
· მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრულ ინოვაციების გავრცელების მიზნით.
No comments:
Post a Comment